10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი წლის ყველაზე მასშტაბურ, ხმაურიან და ემოციურ Drift Show-ს მასპინძლობს!
მოემზადეთ დაუვიწყარი სანახაობისთვის!
წლევანდელი სეზონის გახსნა უპრეცედენტო მასშტაბებს იძენს და საერთაშორისო ხასიათს ატარებს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 30-მდე უძლიერესი პროფესიონალი დრიფტერი წარდგება, რომელთა შორისაც ქართველ ჩემპიონებთან ერთად იასპარეზებენ სპეციალურად მოწვეული მრბოლელები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან.
გაზრდილი კონკურენცია, განსხვავებული სარბოლო სტილები და უკომპრომისო დაპირისპირება მაყურებელს საერთაშორისო დონის ნამდვილ შოუს ჰპირდება.
მთავარი სიახლე — ახალი საშეჯიბრო ფორმატი!
პირველი ეტაპი განსაკუთრებით დამაინტრიგებელი იქნება, რადგან წელს პირველად ტრადიციული TOP 32 სისტემის ნაცვლად ვიხილავთ სრულიად ახალ Double 24 ფორმატს.
ეს ინოვაციური მოდელი ნიშნავს: უფრო მეტ დაძაბულ ორთაბრძოლას, ტაქტიკურ სვლებს, ორმაგ სანახაობას ტრიბუნებიდან. მაყურებლისთვის ეს ნიშნავს საყვარელი პილოტების უფრო მეტ გამოსვლას, ხოლო მრბოლელებისთვის — ბოლომდე ბრძოლის შანსს.
10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგხვდებათ არა მხოლოდ დაძაბული რბოლა, არამედ სრული საფესტივალო გარემო მთელი დღის განმავლობაში.
ავტომობილების უძლიერესი და ექსკლუზიური მოდელები
სპეციალურად დრიფტისთვის მომზადებული, აგრესიული დიზაინისა და უმძლავრესი ძრავების მქონე ავტომობილები ადრენალინს პირველივე წამიდან აგიწევთ. წლევანდელ გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ექსკლუზიური მოდელები, რომელთა ანალოგებიც მსოფლიო მასშტაბით სულ რამდენიმე ეგზემპლარად არსებობს.
გარდა ამისა, მაყურებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, იხილოს სრულიად ახალი პროექტები (დრიფტის მანქანები), რომლებიც ამ სეზონზე პირველად წარდგებიან ტრასაზე.
დაუნდობელი კონკურენცია
ტიტულოვანი ქართველი და უცხოელი დრიფტერები დაუპირისპირდებიან ახალ თაობას — მრბოლელებს, რომლებიც მზად არიან ჩემპიონებს საკუთარი წესები უკარნახონ.
ენერგია, მუსიკა და ატმოსფერო
მთელი დღის განმავლობაში ავტოდრომზე დინამიური მუსიკა და ენერგიული გარემო იქნება, რომელიც რბოლის რიტმს იდეალურად შეერწყმება.
კვების ზონები და დასვენების სივრცეები
ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური კვების ზონები (Food Courts), სადაც ენერგიის აღდგენას შეძლებთ. მათ შორის დაგხვდებათ ჩვენი პარტნიორის — „გალფის“— ყველასათვის საყვარელი და უგემრიელესი ჰოთ-დოგები.
საჩუქრები და სიურპრიზები
ღონისძიების განმავლობაში მაყურებლებს სპეციალური საჩუქრები და სიურპრიზები ელოდებათ, რაც ამ დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.
წლის მთავარი ავტოსპორტის მოვლენა გაიმართება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე — სივრცეში, სადაც ყველაფერი შექმნილია მაყურებლის მაქსიმალური კომფორტისა და სანახაობისთვის.
11:00 — კარების გახსნა მაყურებლისთვის
ამ დროიდან აქტიური იქნება კვების ზონები, დასასვენებელი სივრცეები და მუსიკალური პროგრამა.
11:00–14:00 — ვარჯიშები და კვალიფიკაცია
ადრე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ახლოდან დააკვირდნენ პილოტების მომზადების პროცესს, ტრასის ტესტირებასა და უკომპრომისო საკვალიფიკაციო ბრძოლებს, სადაც Double 24-ის ბადე ფორმირდება.
14:00 — რბოლის ოფიციალური სტარტი
იწყება მთავარი სანახაობა — დაძაბული ორთაბრძოლები (Tandem Battles) გამარჯვების მოსაპოვებლად!
დაგეგმეთ თქვენი ავტოსპორტული უქმეები წინასწარ — ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.
🎟️ ბილეთის ფასი — 20 ₾
🏆 სეზონის აბონემენტი (5 ეტაპი) — 65 ₾, თქვენი სრული საშვი ჩემპიონატის ყველა ეტაპზე — 10 მაისის გახსნიდან 10–11 ოქტომბრის გრანდიოზული ფინალის ჩათვლით.
ოჯახური დასვენება: 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
🔗 ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე
არ გამოტოვოთ წლის ყველაზე სანახაობრივი Drift Show — შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ავტოსპორტის ისტორია!